როცა აცივდება, სახლში მეტი სითბო და სიმყუდროვე შევქმნათ
წლის ბოლოს, როცა გარეთ ადრე ბნელდება და ჰაერი ცივდება, განსაკუთრებით გვინდება სახლის სითბო, სიმყუდროვე და ცოტა დრო, როცა არსად გვეჩქარება.
ამ დროს ხშირად მახსენდება, რატომ შევქმენი ELIXIR777. ყოველდღიურ ფუსფუსსა და ერთნაირი, თითქოს ერთი კონვეიერიდან გამოსული ნივთების სიმრავლეში ბუნებასთან დაბრუნება განსაკუთრებულ სიმშვიდეს გვანიჭებს. და ეს განცდა გვინდა ახლობლებსაც გავუზიაროთ — მაგალითად, ვაჩუქოთ მათ პროვანსის პატარა ნაწილი, რომელიც Florihana-ს პროდუქტებშია შემონახული. ასეთი საჩუქარი მხოლოდ ნივთი არ არის: მასთან ერთად ვჩუქნით სასიამოვნო განწყობას, სიმშვიდის წუთებს და შესაძლებლობას, ცოტა დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ.
თუ წელს ჩვეულებრივი სასაჩუქრე ნაკრებებისგან განსხვავებული რამ გსურთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ შეიძლება Florihana-ს პროდუქტები სასიამოვნო საჩუქრებად და ყოველდღიური მოვლის პატარა რიტუალებად იქცეს.
ჩემი რჩევები კანის ზამთრის მოვლისთვის
სიცივეში კანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. გარეთ — ცივი ქარი, სახლში — გათბობისგან გამომშრალი ჰაერი. კანი ტენს კარგავს, შრება და ხშირად უსიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნებაც ჩნდება.
ამის შესამსუბუქებლად ერთი მარტივი და სასიამოვნო ხერხი არსებობს: ჯერ კანი ყვავილოვანი წყლით (ჰიდროლატით) დაინოტივეთ, შემდეგ კი, სანამ ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიოა, ცოტა მცენარეული ზეთი წაისვით. ზეთი ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და კანს არბილებს.
• როცა კანი გამომშრალია და დაჭიმულობას გრძნობთ. სუფთა სახესა და კისერზე ბამბის დისკით ნაზად გადაისვით ველური ლავანდის ორგანული ჰიდროლატი (Wild Lavender Vera Hydrosol). შემდეგ ხელისგულებზე შეათბეთ 3–4 წვეთი ტკბილი ნუშის ზეთი (Sweet Almond) ან გარგარის კურკის ზეთი (Apricot Seed) და ნაზად გადაინაწილეთ ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიო კანზე. ზეთი ტენის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, კანი კი უფრო რბილი და სასიამოვნო გახდება.
• როცა მოღრუბლულ ზამთრის დილას გამოფხიზლება გიჭირთ. სახე გაიხალისეთ ლიმონის ვერბენას ჰიდროლატით (Lemon Verbena). მას ნაზი, სუფთა და ციტრუსის მსგავსი სურნელი აქვს. კიდევ უფრო ხალისიანი დასაწყისისთვის ერთი წვეთი პიტნის ეთერზეთი (Peppermint) ან თეთრი გრეიპფრუტის ეთერზეთი (White Grapefruit) შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ ტკბილი ნუშის ზეთს. ნარევის მცირე რაოდენობა ხელისგულებზე გადაინაწილეთ, ხელები სახესთან ოდნავ მიიტანეთ და ნაზად შეისუნთქეთ სურნელი. ასეთი პატარა ჩვევა ყველაზე მოღრუბლულ დილასაც კი უფრო სასიამოვნოს გახდის.
• როცა საღამოს დასვენება და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა გინდათ. სცადეთ გერანიუმის ჰიდროლატი (Geranium Hydrosol) და ტკბილი ნუშის ზეთი, რომელსაც ბურბონის გერანიუმის ეთერზეთის (Geranium Bourbon) ნაზი, ყვავილოვანი სურნელი დაამშვენებს. ერთ სუფრის კოვზ ნუშის ზეთს დაუმატეთ ეთერზეთის ერთი წვეთი, ნარევის მცირე რაოდენობა ხელისგულებზე შეათბეთ და ხელები მსუბუქად დაიმასაჟეთ. სახის გასახალისებლად კი გერანიუმის ჰიდროლატი გამოიყენეთ. არავითარი რთული პროცედურა — მხოლოდ რამდენიმე წუთი საკუთარი თავისთვის და სასიამოვნო ყვავილოვანი არომატი.
საჩუქრად შერჩეული ეს პროდუქტები შეგიძლიათ ჩვენს საფირმო სელის ქსოვილის პატარა ჩანთაში მოათავსოთ და პირადი მილოცვაც დაურთოთ. ასე რამდენიმე ფლაკონი სასიამოვნო და პრაქტიკულ საჩუქრად იქცევა, რომელსაც ადრესატი ყოველდღიურად სიამოვნებით გამოიყენებს.
დღესასწაულისა და სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო
როცა სტუმრებს ველით, გვინდა, სახლში განსაკუთრებული განწყობა სუფევდეს. თავადაც როცა მივდივართ სტუმრად, სასიამოვნოა მასპინძლისთვის რაიმე პატარა, მაგრამ უჩვეულო საჩუქრის მიტანა. ზოგჯერ ამისთვის საყვარელი სურნელის რამდენიმე წვეთიც საკმარისია.
• პატარა სურნელოვანი საჩუქარი. ეთერზეთის ფლაკონს შეგიძლიათ ჩვენი კერამიკული დიფუზორიც დაუმატოთ, რომელსაც მყიდველებს საჩუქრად ვურთავთ. დააწვეთეთ მასზე 2–4 წვეთი ბერგამოტის ან ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი. არომატი ნელ-ნელა გავრცელდება და სახლის პატარა კუთხეს სასიამოვნო სურნელით აავსებს. დიფუზორს არც ელექტროენერგია სჭირდება და არც გაცხელება. შეგიძლიათ სააბაზანოში, თაროზე ან კარადაში მოათავსოთ, ოღონდ ზედაპირის დასაცავად პატარა სადგამი გამოიყენეთ.
• სისუფთავისა და სიხალისის მსუბუქი სურნელი სახლში. თუ ცალკე სუფთა შესასხურებელი ბოთლი გაქვთ, სტუმრების მოსვლამდე შეგიძლიათ ფარდები ან სხვა დეკორატიული ქსოვილები ოდნავ დანამოთ ევკალიპტის ჰიდროლატით (Eucalyptus Globulus) ან სალბის ჰიდროლატით (Sage). მათი მსუბუქი მცენარეული სურნელი ოთახს სიხალისეს შემატებს ისე, რომ სადღესასწაულო კერძების არომატს არ გადაფარავს. უმჯობესია, ეს წინასწარ გააკეთოთ და ჯერ ქსოვილის შეუმჩნეველ ნაწილზე მოსინჯოთ.
• სადღესასწაულო განწყობა. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სურნელი, რომელიც დარიჩინივით გვახსენებს დღესასწაულის სითბოსა და სასიამოვნო მოლოდინს. თუ ჩვეულებრივ, სანთლით გასათბობ არომალამპას იყენებთ, ზედა ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ერთი წვეთი დარიჩინის ქერქის ეთერზეთი და სამი წვეთი ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი, შემდეგ კი ქვემოთ სანთელი აანთეთ. წყლის გათბობასთან ერთად დარიჩინის თბილი, სანელებლოვანი არომატი ფორთოხლის ტკბილ, ცოცხალ ციტრუსოვან ნოტებს შეერწყმება. განსხვავებული სურნელისთვის ფორთოხლის ნაცვლად სცადეთ თეთრი გრეიპფრუტი ან ბერგამოტი. გრეიპფრუტი არომატს მსუბუქ სიმწკლარტეს შემატებს, ბერგამოტი კი — უფრო ნაზ და დახვეწილ ციტრუსოვან ნოტას. ორივე შესანიშნავად ერწყმის დარიჩინის თბილ, სანელებლოვან სურნელს. გახსოვდეთ, რომ დარიჩინის ეთერზეთი ძალიან კონცენტრირებულია, ამიტომ მცირე რაოდენობით გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ წყლის დონეს და ანთებული სანთელი არასოდეს დატოვოთ უყურადღებოდ.
მოდით, ცივი დღეები უფრო სასიამოვნო გავხადოთ!
ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევთ თუ დღის ბოლოს რამდენიმე წუთს საკუთარ თავს უთმობთ, იმედი მაქვს, ეს მარტივი იდეები თქვენს ყოველდღიურობას მეტ სითბოს, სიამოვნებასა და სიმშვიდეს შემატებს.
შემოიხედეთ ჩვენს მაღაზიაში და გაეცანით ეთერზეთების, საბაზისო ზეთებისა და ჰიდროლატების კოლექციებს — იქნებ აქ თქვენთვის ან თქვენი ახლობლებისთვის რაიმე განსაკუთრებული აღმოაჩინოთ.
ELIXIR777
მცირე შეხსენება: ეთერზეთები მაღალკონცენტრირებული მცენარეული პროდუქტებია. კანზე გამოყენებამდე ისინი სათანადო რაოდენობის საბაზისო ზეთში უნდა განაზავოთ. ახალი ნარევი თავდაპირველად კანის მცირე მონაკვეთზე მოსინჯეთ და მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. ზოგიერთი ციტრუსის ეთერზეთი მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის. ნუშზე ალერგიის შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ნუშის ზეთს. დიფუზორის გამოყენებისას დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქცია, გაანიავეთ ოთახი და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვების, შინაური ცხოველებისა და სურნელების მიმართ მგრძნობიარე ადამიანების სიახლოვეს. დარიჩინის ეთერზეთმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს მაშინაც კი, თუ დარიჩინზე ცნობილი ალერგია არ გაქვთ.